ლევან გოგიჩაიშვილი - ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა
ლევან გოგიჩაიშვილი - ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში რამეა გაუმჯობესებული, ეს მედია გარემოა.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან გოგიჩაიშვილი “Freedom House”-ის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაა, რომელიც ყველა ქვეყნის მიმართ უფრო მეტის მომთხოვნია.

“ამ კომპონენტში იმ ქვეყნებსაც აკრიტიკებს, სადაც თავისი ოფისები აქვს განლაგებული. საქართველოში “ქართული ოცნების” მოსვლის დღიდან ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტია და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. მედიაპლურალიზმი გარანტირებულია, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი შემფასებელი ამომრჩეველია. შეიძლება კითხვები ვიღაცას გაუჩნდეს, რასაც ვიღაც დაეთანხმოს და ვიღაც არა, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ისშეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.