ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური ზღვარი იშლება
ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური ზღვარი იშლება

შალვა შავგულიძე შეიძლება აკრიტიკო იმის გამო, გიგა ბოკერიასა და ნაციონალებთან რა გინდაო, მაგრამ წარმოუდგენელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ცოცხალი ირინა ენუქიძე, რომლის კონტროლის ქვეშ მიდიოდა სანდრო გირგვლიანის საქმის წარმოება და შალვა შავგულიძე მისი თანხმობის გარეშე ნაბიჯს გადადგამდა? – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

გოგიჩაიშვილის თქმით,„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური ზღვარი იშლება.

„ეს ყველაფერი არნახული ცინიზმია. ასეთი რამ ახალგაზრდა ადამიანს რატომ უნდა მოგინდეს და ყველაფერზე შუბლის ძარღვი როგორ შეიძლება გაიწყვიტო? ასეთი ცინიზმი დიდი ხანია არ მომისმენია. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნებისგან“ ასეთი ცინიზმი მოდის, რადგან ხალხის დაკვეთა არ არის, რომ პირველი ოქტომბრის მემკვიდრე ადამიანებმა ასეთი ენით ილაპარაკონ. ასეთი ცინიზმი და სიბინძურე დიდი ხანია არ მომისმენია. ყველანაირი ფასეულობა თავზე დაიმხეს. გამარჯვების რევიზია არ გამიგია”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი