ლევან გოგიჩაიშვილი - სააკაშვილს მუმბა იუმბა ტომმა რომ დაუძახოს, ბელადი გახდიო, ჩავა და ბელადი გახდება
ლევან გოგიჩაიშვილი - სააკაშვილს მუმბა იუმბა ტომმა რომ დაუძახოს, ბელადი გახდიო, ჩავა და ბელადი გახდება

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ცხოვრებაში პრინციპები არ გააჩნია და ძალაუფლების ლტოლვით არის შეპყრობილი.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ბრძოლა ვიწრო ჯგუფებს დაუწყო და ფიქრობს, რომ მათზე დარტყმებით დიდი ჯგუფების მხარდაჭერას მოიპოვებს.

„სააკაშვილს მუმბა იუმბა ტომმა რომ დაუძახოს, ბელადი გახდიო, ჩავა და ბელადი გახდება. მისთვის ფასეულობები არ არსებობს. ვითომ, დემაგოგია აქვს დაწყებული, ბრძოლა ვიწრო ჯგუფებს დაუწყო და ფიქრობს, რომ მათზე დარტყმებით დიდი ჯგუფების მხარდაჭერას მოიპოვებს. უპრინციპო ადამიანია, არაფერი გააჩნია. სააკაშვილი დამატებით ღირებულებას არ ქმნის“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში არის პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი, რომელიც სვეცკურად უყურებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა ტრადიციებისა და მრწამსის, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს.