ლევან გოგიჩაიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკუთარი განცხადებებით მოსამართლის მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ 
ლევან გოგიჩაიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკუთარი განცხადებებით მოსამართლის მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკუთარი განცხადებებით მოსამართლის მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, სადაც ვპირდებით, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებას ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ არ აპირებენ, უზენაეს სასამართლოში ის ადამიანები დააბრუნონ, რომლებიც წლების განმავლობაში ადეიშვილს, სააკაშვილს, დიქტატურას, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაგზავნას ემსახურებოდნენ.

„ეს ადამიანები არ არიან სასამართლო, სასამართლო ის მოსამართლეები არიან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სამართალს ქმნიან. ესენი არიან ბიოროკრატიული აპარატი, რომელიც ცდილობს, გავლენა სასამართლოზე მოიპოვოს, რაც არ გამოუვათ. საკუთარი განცხადებებით მოსამართლის მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, სადაც ვპირდებით, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. საკითხი მალე ისე დადგება, რომ იუსტიციის საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან ეს ადამიანები თავისი მორალით არ შეეფერებიან მოსამართლეებს. რეფორმა, რომელსაც გაზაფხულზე დავიწყებთ და კრიტერიუმებს გავწერეთ, გავრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც პირველ და მეორე ინსტანციაში იმყოფებიან. მორალური და პროფესიული კრიტერიუმებია. არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მორალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.