ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებას
ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ვეტოს დაძლევით პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებას დაუჭირა მხარი.

უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ მმართველმა გუნდმა სხვადასხვა მხარის არგუმენტები მოისმინა და საბოლოოდ, გადაწყვეტილება მაუწყებლის გაძლიერების სასარგებლოდ მიიღო.

“ჩვენი მთავარი არგუმენტი არის, რომ გაძლიერდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და პროცესები, რაც მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გახდეს შეუქცევადი დადებითი კუთხით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძლიერი პროგრამებით, ეროვნული თემატიკით, ისეთ საკითხებზე მსჯელობით, რომლებიც სხვა კომერციულ არხებზე არ გადის. არის საკითხები, რომლესაც სჭირდება უფრო ფუნდამენტურად გაშუქება და ამას საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა არავინ გააკეთებს. ერთი წლის განმვლობაში სხვადასხვა აზრს ვისმენდით, ყველას აზრს ვცემთ პატივს, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებამდე მივიდა პროცესი, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.