ლევან გოგიჩაიშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია
ლევან გოგიჩაიშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ბრალი წარდგენასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ პროკურატურა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

„პროკურატურის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ჩვენი იურისდიქცია სხვადასხვა მიზეზების გამო არ ვრცელდება, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორი ადამიანი აუცილებლად აღმოჩნდება ქართულ ციხეში, სადაც ქართული იურისდიქცია ვრცელდება. კარგია, რომ პროკურატურა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ყველაფერი ნათელია, შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები დაუსჯელები დარჩებიან”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა.