ლევან გოგიჩაიშვილი - არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, თუნდაც ჩატარდეს იმავე ცესკო-თი, რომელიც 2024 წელს იყო და რომელიც ჰგავს იმ ცესკო-ს ჩატარებულ არჩევნებს, როგორსაც „ნაცები“ ატარებდნენ
ლევან გოგიჩაიშვილი - არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, თუნდაც ჩატარდეს იმავე ცესკო-თი, რომელიც 2024 წელს იყო და რომელიც ჰგავს იმ ცესკო-ს ჩატარებულ არჩევნებს, როგორსაც „ნაცები“ ატარებდნენ

არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. დანარჩენი ყველაფერი პროვოკაციაა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ჩატარდეს იმავე ცესკო-თი, რომელიც იყო 2024 წლის არჩევნების დროს და რომელიც ჰგავს იმ ცესკო-ს ჩატარებულ არჩევნებს, როგორსაც წინა ხელისუფლების დროს „ნაცები“ ატარებდნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოსთან“ მიმართებით „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებით გამოჩნდა, როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება იყოს სწორი და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ადამიანებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ამ ქვეყანაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ჩატარდეს იმავე ცესკო-თი, რომელიც იყო 2024 წლის არჩევნების დროს და რომელიც ჰგავს იმ ცესკო-ს ჩატარებულ არჩევნებს, როგორსაც წინა ხელისუფლების დროს „ნაცები“ ატარებდნენ. ამ ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ ასეთ უსამართლობებშიც კი შესაძლებელია გამარჯვებები. ეს გამარჯვებები ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნეიტრალურ კანდიდატებზე შევთანხმდებოდით. „ლელოსთან“ მიმართებით „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებით გამოჩნდა, როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.