ლევან გოგიჩაიშვილი ამბროლაურის მერის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს
ლევან გოგიჩაიშვილი ამბროლაურის მერის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიის სიმბოლო ამბროლაურის მერია, რომელმაც ერთ-ერთი კამპანიის გათამაშებაში ძვირადღირებული ავტომობილი მოიგო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქის მერი არ უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომელიც იგებს „პორშეს“ პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, შეიძლება ეს კანონიერია, მაგრამ დიდი უზნეობაა.

„წარმოუდგენელია, რომ მერი იგებს „პორშეს“ და უხარია. ან ხელისუფლება იზიარებს იმ ოჯახების პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში ტრაგედიებს, არის თანაზიარი და იღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდეს, ან ხდება ამბროლაურის მერის სიხარულის თანაზიარი და ტოვებს იმ სტატუს-კვოს, რაც არის კანონმდებლობაში. მე,  მაგალითად,  ამ ადამიანის იმპიჩმენტს დავაყენებდი, რადგან ქალაქის მერი არ უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომელიც იგებს „პორშეს“ პირდაპირ ეთერში. ეს არის სირცხვილი. შეიძლება იყოს კანონიერი, მაგრამ ეს დიდი უზნეობაა. არ არის მორალური სტანდარტი, რომელსაც საჯარო მოხელეები უნდა ამკვიდრებდნენ. არ უნდა თამაშობდნენ საჯარო მოხელეები”, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი