ლევან გოგიჩაიშვილი - ახალი ფრაქცია მომავალზე არის ორიენტირებული
ლევან გოგიჩაიშვილი - ახალი ფრაქცია მომავალზე არის ორიენტირებული

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, ახალი ფრაქცია ათთვიანი საპარლამენტო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ფრაქციის წევრებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები აკავშირებთ.

„პირველი ოქტომბრის მემკვიდრეები ვართ, თავისუფლების გზიდან ერთი ნაბიჯითაც კი არ გადაგვიხვევია. ჩვენი მისია და მისწრაფება თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაა. სამწუხაროდ, ქვეყნისთვის არსებული ორპოლუსიანობა დამაზიანებელია. ამიტომ ახალი ფრაქცია, ახალი დღის წესრიგით, მომავალზეა ორიენტირებული“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან, რომლის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება, წევრები კი, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.