ლევან გოფოძე - საგანგაშო სიტუაცია არ არის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების მისაღებად თავისუფალი ადგილები გვაქვს
ლევან გოფოძე - საგანგაშო სიტუაცია არ არის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების მისაღებად თავისუფალი ადგილები გვაქვს

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, რამდენიმე დღეა, კლინიკა ნაკლებად გადატვირთულია. მისივე თქმით, საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად თავისუფალი ადგილებიცაა.

გოფოძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე მიმართვიანობა შემცირდება.

„საგანგაშო სიტუაცია არ არის. მაქსიმალურად თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, ვფიქრობ, არ უნდა დაგვჭირდეს რაღაც განსაკუთრებულად მძიმე ღონისძიებების გატარება. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია. მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ ვთქვათ, რაღაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის. ჩვენთან თავისუფალი ადგილებიც არის, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შესუსტდება. ამასთან, აქტიურად მუშაობენ კოვიდსასტუმროები, რაც ძალიან გვეხმარება კლინიკებს, რომ ვმართოთ დაავადება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.