ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 44 პაციენტია 
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 44 პაციენტია 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 44 პაციენტია.

როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, დანარჩენები ჩვეულებრივი დაკვირვების ქვეშ არიან.

„ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რიგი პარამეტრები უმჯობესია, რაც მკურნალობის კარგი შედეგია. გუშინ 13 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება, ცამეტივე ნეგატიური პასუხია, რამაც ძალიან გაგვახარა. დღეს დაახლოებით 10 პაციენტის გაშვება იგეგმება“, – განაცხადა გოფოძემ.