ლევან გოფოძე - „პისიარ“ მეთოდი ყველაზე მაღალი სარწმუნოობით გამოირჩევა და არის კვლევის ე.წ. ოქროს სტანდარტი
ლევან გოფოძე - „პისიარ“ მეთოდი ყველაზე მაღალი სარწმუნოობით გამოირჩევა და არის კვლევის ე.წ. ოქროს სტანდარტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ პისიარტესტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც კორონავირუსის დადგენა ხდება.

ლევან გოფოძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „პისიარ“ ტესტს „ოქროს სტანდარტი“ უწოდა და თქვა, რომ საბოლოო შედეგის დასადგენად ის შეუცვლელია.

„ორი თუ სამი ცენტრია, რომელიც აკეთებს ტესტირებას ამ „პისიარ“ მეთოდით, რომელიც ყველაზე მაღალი სარწმუნოობით გამოირჩევა და არის ე.წ. ოქროს სტანდარტი კვლევის. გუშინ აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, რომ იგი მომხრეა, ყველანაირი ტესტი არსებობდეს, თუმცა, თუ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, დიაგნოსტიკის სისწორეზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს „პისიარ“ „ოქროს სტანდარტის” ტესტები უნდა იქნას გამოყენებული. ე.წ. სწრაფი ტესტები, რომელიც ზოგი დამყარებულია ანტიგენის განსაზღვრაზე და ზოგი ანტისხეულის, ერთი ტესტი თვითონ ვირუსს პოულობს და მეორე ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. ამ ტესტების გამოყენების დრო არის სხვადასხვა. დაახლოებით ანტისხეულებს ოთხი, ხუთი დღე სჭირდება. როდესაც საქმე დგება სერიოზულ დიაგნოსტიკაზე და საბოლოო პასუხზე, უხშირეს შემთხვევაში მაინც მოგვიწევს „პისიარ“ ტესტების გამოყენება. სასურველია, რომ ისეთი „პისიარ“ ტესტები იყოს, რომელთა პასუხი უფრო ჩქარა იქნება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან საქართველოში დღეს ამის პასუხი მაინც სწრაფად არის. ისეთ დიდ ქვეყნებში და ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იტალიაა, აშშ, ესპანეთია, მოცდის ვადა არის 48 საათი, 72 საათი, ხანდახან უფრო მეტიც, ერთ კვირამდე“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.