ლევან გოფოძე - მომართვიანობა შემცირებულია, ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის
ლევან გოფოძე - მომართვიანობა შემცირებულია, ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, კოვიდინფექცია რეგრესს განიცდის.

„ერთი პერიოდი ახალგახსნილზე იყო შედარებითი მატება, რასაც მატებას ვერ დავარქმევთ. შემდგომში ისევ მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ამჟამად არ იმატებს, ერთ და ორ შემთხვევას მატებას ვერ დავარქმევთ. მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია მიდის რეგრესის გზაზე“,-  განაცხადა გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.