ლევან გიგინეიშვილი - გრიგოლ ვაშაძე არ მოდის დასაბალანსებლად, მოდის იმისთვის, რომ გზა გაუკაფოს „ნაციონალურ მოძრაობას“
ლევან გიგინეიშვილი - გრიგოლ ვაშაძე არ მოდის დასაბალანსებლად, მოდის იმისთვის, რომ გზა გაუკაფოს „ნაციონალურ მოძრაობას“

გრიგოლ ვაშაძე არ მოდის დასაბალანსებლად, მოდის იმისთვის, რომ გზა გაუკაფოს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.

ლევან გიგინეიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წლის დავიწყება არ შეიძლება, პირიქით, ვალდებულებაა, სულ გახსოვდეს, რათა ამის გამეორება არ მოხდეს.

„რას ქვია თქმა, „რაღა დროს ცხრა წელია“, იგივეა, გერმანიამ რომ დაივიწყოს ფაშიზმი. არ გაიხსენებ და იგივე გამეორდება, აუცილებლად უნდა გაიხსენო. ზოგი ამბობს, ვაშაძე მოდის დასაბალანსებლადო. არ მოდის ამისთვის, თავადაც ამბობს, მოდის იმისთვის, რომ გზა გაუკაფოს „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს აბალანსებს, მთლიანად მოწმინდეს მთელი ცხრა წლის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი.

მაქსიმუმ, ამბობენ, რომ გადაცდომა ქონდათ, ადამიანის წამება გადაცდომაა? უდანაშაულო ადამიანების დაჭერა და ბიზნესების „დაწერა“ არ არის გადაცდომა. ეს არის ძველი საბჭოთა ენა – სტალინისტები ამბობენ, სტალინი კარგი იყო, სამაგიეროდ ომი მოიგო და კაშხლები ააშენაო“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, ბოროტების ჩამდენ ადამიანსაც შეიძლება აპატიო, თუმცა ამისათვის, მან უნდა მოინანიოს.

„არ აჩვენებენ სინანულს, რა გვაქვს საპატიებელიო. საპატიებელი ჩვენც გვაქვს, რომ დროზე ხმა არ ამოვიღეთ და გასაქანი მივეცით. იმათაც აქვთ საპატიებელი. რომ ამბობენ, მოვალთ და იმავეს არ გავიმეორებთო, ამის შანსი არის ნული“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.