პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი ლევან გახელაძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.
პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” წევრი აცხადებს, რომ მას გამომძიებლებმა 30 კაციანი სია აჩვენეს.
გახელაძის მტკიცებით, გამომძიებლებს შეკითხვა არც პრემიერთან დაკავშირებით დაუსვამთ. ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, მას სიების სავარაუდო გაყალბებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„გასაუბრება იყო გამომძიებელთან, მან მაჩვენა ერთი ფურცელი, სტანდარტული ბლანკი, სადაც 30 ჩემთვის უცნობი ადამიანის სახელი და გვარი იყო, ჩემი ხელმოწერაც არ იყო. პრემიერის გვარი იქ საერთოდ არ იყო, არც ის ვიცი გაყალბებულია თუ არა ის ფურცელი, მე კავშირი არ მაქვს. ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. მე არ ვიცი, რატო ვიკითხებოდი, უბრალოდ აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა ამ ადამიანებს, ქვევით ჩემი ხელმოწერა არ არის. სახელი და გვარი წერია, თუმცა ჩემი ხელმოწერა არ არის. მე შევაგროვე სიები, მაგრამ ეს ის ფურცელი არ იყო”, – განაცხადა გახელაძემ.