ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის „შახტარისა“ და „პორტუს“ შეხვედრაზე ქართველი მსაჯთა დამკვირვებელი ლევან ფანიაშვილი იმუშავებს.
თამაში ჰამბურგში ჩატარდება და დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურნენ. ლუქსემბურგისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო. მას გიორგი ელიკაშვილი, დავით ჩიგოგიძე და ალეკო აფციაური ეხმარებოდნენ.
დონეცკის „შახტარისა“ და „პორტუს“ შეხვედრაში, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დებიუტი ვიხილოთ.