ლევან ძნელაძე - პატარკაციშვილისგან ვიცი, სააკაშვილისგან იყო მინიშნება, რომ “რუსთავი 2“ პირველი ტელევიზია ყოფილიყო
ლევან ძნელაძე - პატარკაციშვილისგან ვიცი, სააკაშვილისგან იყო მინიშნება, რომ “რუსთავი 2“ პირველი ტელევიზია ყოფილიყო

“იმედი ჰოლდინგის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ლევან ძნელაძის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, პატარკაციშვილის მონაყოლის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან იყო მინიშნება, რომ პირველი ტელევიზია “რუსთავი 2“ უნდა ყოფილიყო. ძნელაძემ ამის შესახებ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“ბადრი პატარკაციშვილსა და და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ზოგჯერ შეხვედრები იმართებოდა. ერთხელ ტელევიზიაში, ბადრიმ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოგვიყვა. მან მოყვა, რომ მასსა და მაღალჩინოსნების შეხვედრაზე მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ „ტელეიმედი“ პირველ ადგილზე არის. მაშინ „ტელეიმედი“ ლიდერების ჯგუფში იყო, სარეკლამო ბაზარზე დაიკავა წამყვანი ადგილი. ეკონომიკურადაც საკუთარი შემოსავლების დიდი წილი იყო. როგორც ბადრიმ მოყვა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისგან იყო მინიშნება, რომ პირველი უნდა იყოს და იქნება “რუსთავი 2“ და მერე სხვა ტელევიზიაო. ბადრი პატარკაციშვილმა ჩვენ გვითხრა, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტელევიზიის განვითარება“, – აცხადებს ლევან ძნელაძე

როგორც “იმედი ჰოლდინგის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე განაცხადა, მან ჰოლდინგი  2006 წელს დატოვა, რადგან მისივე თქმით, ტელევიზიაში რამდენიმე რეპორტაჟის გასვლის შემდეგ დაკითხვებზე დაიბარეს.