ლევან დოლიძე - უახლოეს პერიოდში რუსეთის მთავარი სამიზნე იქნება ჩვენი საზოგადოების ერთიანობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანების გარშემო
ლევან დოლიძე - უახლოეს პერიოდში რუსეთის მთავარი სამიზნე იქნება ჩვენი საზოგადოების ერთიანობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანების გარშემო

რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, ხელი შეუწყოს ფრაგმენტაციასა და დაქსაქსულობას, რათა ჩვენ ვიყოთ გაცილებით სუსტები იმ სამზადისისა და გამოწვევების წინაშე, რომელიც შეიძლება, მომავალში გვქონდეს, – ამის შესახებ „სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან დოლიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, ჩვენს რეგიონში, ისევე, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მარტივი, თუნდაც ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე უახლოეს პერიოდში იქნება სწორედ ჩვენი საზოგადოების ერთობა და ერთიანობა ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანების გარშემო. რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, ხელი შეუწყოს ფრაგმენტაციასა და დაქსაქსულობას, რათა ჩვენ ვიყოთ გაცილებით სუსტები იმ სამზადისისა და გამოწვევების წინაშე, რომელიც შეიძლება, მომავალში გვქონდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ სახელმწიფო უწყებები, გავაძლიეროთ კოორდინაცია უწყებებს შორის და ვიყოთ მზად იმ კონკრეტული გამოწვევებისთვის, რომელიც ჩვენ მომავალში გვექნება“, – აღნიშნა ლევან დოლიძემ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.