ლევან დოლიძე - ეროვნული ინტერესები მოითხოვს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ოპონენტები მეტი სიმშვიდითა და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად მოქალაქეების პრობლემებს
ლევან დოლიძე - ეროვნული ინტერესები მოითხოვს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ოპონენტები მეტი სიმშვიდითა და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად მოქალაქეების პრობლემებს

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, სადაც პოლიტიკური ოპონენტები მეტი სიმშვიდითა და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს იმაში, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების პრობლემებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში იწყება უაღრესად საინტერესო და ამავდროულად ქვეყნისათვის სასარგებლო პოლიტიკური პროცესი.

„ამასთან, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ისიც დაგვანახა, რომ რასაც ყველაზე მეტად მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არის ის პოლიტიკური პროცესი, სადაც არა აგრესიით, არა შუღლით, არა ტყუილებით, არამედ სწორედ მეტი სიმშვიდითა და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს იმაში, თუ ვინ უკეთესად მოაგვარებს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების პრობლემებს. სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნას ჩაეყარა დღეს საფუძველი და ერთადერთი მოწოდება, რაც მექნებოდა ყველას მიმართ, როგორც ჩვენი მომხრეების, ასევე ჩვენი ოპონენტების მიმართ, ეს არის – ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან დოლიძე.