ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

14:26, 16.07.2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

„მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფანში. ლევან ჟორჟოლიანმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრებზე იმ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეები ეკონომიკური მიმართულებით – გუვანჩ აგაჯანოვი, ბათირ ანაიევი და ნოკერგული ატაგულიევი, ასევე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.

მსგავსი