ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა.
ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.