ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერის ინიციატივით, საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციის სააგენტომ დააინიცირა ახალი პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები
ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერის ინიციატივით, საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციის სააგენტომ დააინიცირა ახალი პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე გაძლიერდება ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხი.

„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად. შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული, რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერებას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის.