ლევან ჟორჟოლიანი – საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება

19:29, 01.09.2026

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც მათ სამომავლოდ კარიერულ ზრდაში დაეხმარება.

„მნიშვნელოვანია ეს პროგრამა ზოგადად სტუდენტებისთვის – მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებისთვისა და მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისათვის. ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ ან მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში, შეუძლიათ, უკვე გამოიყენონ პრაქტიკაში და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამომავლო კარიერული ზრდისთვის“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი