ლევან ჟორჟოლიანი – იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენ გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც ბიზნესს შეუძლია, თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი

10:25, 13.07.2026

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენ გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია, თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება, საქართველოს აქვს საუკეთესო ურთიერთობები სამეზობლოსთან.

„ბიუროკრატია კარგად მუშაობს, ჩვენ ბოლოს ვნახეთ, ასევე, გარკვეული რეიტინგები ამ მიმართულებით და აქაც საკმაოდ წინ ვართ წასულები. საჯარო მოხელეები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკონომიკის სამინისტროს როლი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, ასევე ის რეფორმები, რომლებიც ინვესტიციების მიმართულებით, ინსტიტუციური მათ შორის, განხორციელდა. ვიზიტებიდან გამომდინარე შეიძლება მარტივად ითქვას, რომ ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნები მთლიანად დავფარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ჩვენი კავშირი. ასევე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები სამეზობლოსთან – ეს არის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩვენ ვასრულებთ, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულ როლს ასევე მათი ვაჭრობის მიმართულებითაც და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად გავაძლიეროთ ეს დაკავშირებადობის მიმართულება. გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ის რეიტინგები, მათ შორის IMF-მა, იცით, რომ გაზარდა ჩვენი საპროგნოზო მონაცემები, ამას, რასაკვირველია, უყურებენ ინვესტორები. ამის საფუძველზე იღებენ ისინი მერე გადაწყვეტილებას, რომ განახორციელონ ინვესტიციები. ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებსაც თუ შევხედავთ, ამ მიმართულებით წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი