ლევან ჟორჟოლიანი - ეფექტიანობის დეპარტამენტი არის პრემიერის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, პროექტი, რომელმაც ექვს თვეში უკვე სერიოზული შედეგები დადო
ლევან ჟორჟოლიანი - ეფექტიანობის დეპარტამენტი არის პრემიერის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, პროექტი, რომელმაც ექვს თვეში უკვე სერიოზული შედეგები დადო

ეფექტიანობის დეპარტამენტი არის პრემიერის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, პროექტი, რომელმაც ექვს თვეში უკვე სერიოზული შედეგები დადო, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, შესყიდვები ყოველთვის იყო ნებისმიერი ადმინისტრაციის თუ ხელისუფლების სისუსტე და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა.

„შესყიდვები ყოველთვის იყო ნებისმიერი ადმინისტრაციის თუ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვეგვარებინა და გაგვეჯანსაღებინა მთლიანად შესყიდვები. ჩვენ არც ნაკლები უნდა გადავიხადოთ რაღაცაში, არც მეტი და უნდა დავაზღვიოთ კორუფციული რისკები. ჩვენ უნდა გადავიხადოთ საბაზრო ფასები და მომწოდებლებისგან უნდა მივიღოთ ხარისხიანი შესრულება დათქმულ დროსა და ვადაში. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. ეფექტიანობის დეპარტამენტი არის პრემიერის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, პროექტი, რომელმაც 6 თვეში უკვე სერიოზული შედეგები დადო“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.