ლევან დავითაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს
ლევან დავითაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილი სამინისტროში სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთანაც ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ესწრებოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მაჩვენებლები, არსებული პროგნოზები და ისაუბრეს იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მათ შორის ისაუბრეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებაზე და იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.