ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

დავითაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ საქართველოსთვის თავდადებული გმირების ღვაწლი იმდენად განუზომელია, რომ ყოველ წელს გვაბრუნებს ჩვენი სამშობლოს იმ ტრაგიკული დღეების განცდასთან და კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას, რომ აუცილებლად მივა საქართველო თავის უდიდეს მიზნამდე. ჩვენ გავერთიანდებით, დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს და ეს იქნება ალბათ ყველაზე საპატიო გვირგვინი, რომლითაც ჩვენს გმირებს, მათ თავგანწირვას უმაღლეს პატივს მივაგებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.