ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში საჭიროების შემთხვევაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჩაერთვებიან
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში საჭიროების შემთხვევაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჩაერთვებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში საჭიროების შემთხვევაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

„დეტალები გასარკვევია. მერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს სტაბილიზაცია, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების ყველა ნორმა და ასევე, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა შეისწავლონ მდგომარეობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, დასკვნების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჩაერთვებიან, რადგან ვიცით, რომ კომისია ყალიბდება, სადაც დედაქალაქის მერია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე უწყების სპეციალისტების მობილიზებას მოახდენს, ეს არის როგორც მათი უშუალო სამსახურების ჩართულობა, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.