ლევან დავითაშვილის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდიდან თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა
ლევან დავითაშვილის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდიდან თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში შეგროვილი თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა.

„მთავრობა ჯერ სახელმწიფო სახსრებს იყენებს, რომ ეფექტიანები ვყოფილიყავით. რესურსების კუთხით ჯერ არ იყო შეფერხება. კოვიდის შედეგად იმდენად დიდი პრობლემები იქნება, მერწმუნეთ, ეს სახსრები აუცილებლად დიდ შედეგს მოიტანს. ჯერ კიდევ ხდება თანხების შეგროვება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

StopCoV ფონდში უკვე 131 503 032 ლარია მობილიზებული.

დატოვე კომენტარი