ლევან დავითაშვილი - წყალტუბოში მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციონირების პერიოდში სულ მცირე 3 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში ველოდებით, რომ კერძო სექტორი იქნება ძალიან აქტიური და მოახდენს დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტიციას; ეს იქნება მინიმუმი საინვესტიციო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზების შედეგად გვექნება კერძო ინვესტორების მიმართ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წლის პერსპექტივაში, წყალტუბოში, როგორც მშენებლობა- რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციონირების პერიოდში სულ მცირე 3 200 სტაბილური სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„წყალტუბოს რეაბილიტაციას ძალიან დიდი, გადამდები ეფექტი ექნება რეგიონის ეკონომიკისთვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.