ლევან დავითაშვილი - ტყის მდგრადი მართვისთვის სწორი საკანონმდებლო ბაზის არსებობა აუცილებელია
ლევან დავითაშვილი - ტყის მდგრადი მართვისთვის სწორი საკანონმდებლო ბაზის არსებობა აუცილებელია

ტყის მდგრადი მართვისთვის აუცილებელია სწორი საკანონმდებლო ბაზის არსებობა, – ამის შესახებ გარემო დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც „ტყის კოდექსის“ საჯარო განხილვას ესწრება.

მინისტრის თქმით, ძირითადი საკითხები, რომელიც ტყის ახალ კოდექსშია ასახული, ეხება ტყის სწორ და ახლებურ განმარტებას.

„ტყის მდგრადი მართვა და სატყეო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში. ტყის მდგრადი მართვისთვის აუცილებელია სწორი საკანონმდებლო ბაზის არსებობა და ზუსტად „ტყის კოდექსი“ განსაზღვრავს საკანონმდებლო ბაზას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ჩვენი ტყეების მდგრადი მართვა და ზოგადად, სატყეო მეურნეობის განვითარება.

ძირითადი საკითხები, რომელიც ტყის ახალ კოდექსშია ასახული, ეხება ტყის სწორ და ახლებურ განმარტებას. ის მოდის ჰარმონიზაციაში საერთაშორისო გამოცდილებასთან და პრაქტიკასთან“,- განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტყეზე საკუთრების უფლების განსაზღვრა მნიშვნელოვანია.

„ტყის კატეგორიები შემოდის, რომლის მიხედვითაც მოხდება ტყის დაყოფა და შემდეგში მართვა. ძალიან მნიშვნელოვანია ტყეზე საკუთრების უფლების განსაზღვრა. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გრძელვადიანი ლიცენზიების საკითხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ღია და გაურკვეველი, რეგულირდება.

ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება ტყის სწორ ადმინისტრირებას და ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ტყის სწორი პოლიტიკა“,-განაცხადა დავითაშვილმა.