ლევან დავითაშვილი - სრულად გადავლახეთ ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში
ლევან დავითაშვილი - სრულად გადავლახეთ ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სრულად გადალახულია ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში. ამ თემაზე მან საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

პოსტპამდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ამაზე განსაკუთრებული ფოკუსი ჰქონდა მთავრობას – ბევრი რამ გაკეთდა და მოვახერხეთ ის, რომ მიმდინარე წლისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა. ეს მაჩვენებელი შედარებული გვაქვს 2019 წელთან, როდესაც ტურიზმის შემოსავლები პიკში იყო. შესაბამისად, სრულად გადავლახეთ შემცირების ის ეფექტი, რომელიც გვქონდა პანდემიის პირობებში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმში არის ახალი ბაზრების ათვისება.

„ვხედავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ შემოსავლებს, შესაბამისად, კომპლექსში ტურიზმის სექტორს ვუყურებთ ავიაციის განვითარებასთან ერთად და ვფიქრობთ, რომ დამატებითი საავიაციო მიმოსვლისა და ახალი რეისების წახალისებას დიდი შედეგი მოაქვს ჩვენი ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.