ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი გზა არის ევროპული, რაც ბიზნესთან პარტნიორობას გულისხმობს
ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი გზა არის ევროპული, რაც ბიზნესთან პარტნიორობას გულისხმობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ევროპულია და ბიზნესთან პარტნიორობას გულსიხმობს, –  ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

როგორც დავითაშვილმა გადაცემაში განაცხადა, სახელწმიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სტარტეგია აირჩია.

„ჩვენი პოლიტიკა მოიცავს ზუსტად ბიზნესთან პარტნიორობას და კერძო სექტორის მხარდაჭერას. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არის სხვადასხვა მიდგომა. შეიძლება, ერთი გზა იყოს სახელმწიფოში შესაძლებლობების განვითარება და სახელმწიფო საწარმოების შექმნა. ჩვენ ევროპის მსგავსი სასოფლო-სამეურნეო განვითარების პოლიტიკა გაგვაჩნია, რომელიც გარკვეული ხელშემწყობი ინსტრუმენტებით ბიზნესის შესაძლებლობების ზრდას გულისხმობს. აღინიშნა, რომ 2013 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ გაზრდილა, რეალურად კი, მნიშვნელოვნად გავიზარდეთ. რომ არ დაგვეხარჯა ის თანხები, რაც დავხარჯეთ, მნიშვნელოვნად შევმცირდებოდით, რადგან 2004 წლიდან 2012 წლამდე სოფლის მეურნეობაში მუდმივი შემცირება გვქონდა“, – განმარტა დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქცენტს ინკლუზიურობის ზრდაზე აკეთებს. ამიტომ ცდილობს, კერძო სექტორის მხარდაჭერაზე მიმართულ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს. სწორედ ამ მიზნით „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ბაღების განაშენიანებას ითვალისწინებს, პოტენციური ბენფიციარებისთვის ბაღის ფართობის მოცულობის ზღვარი დაიწია.  ცვლილება ძალაში მიმდინარე კვირაში, გამოქვეყნებისთანავე შევა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინკლუზიურობა გაიზრდოს. მეტი ადამაინი ჩავრთოთ სახელმწიფო პროგრამებში, რომლებსაც ვთავაზობთ კერძო სექტორს. გვინდა, პირობები იყოს მეტად შესრულებადი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ დავწიეთ „დანერგე მომავალის“ პროგრამაში ჩართვის მინიმალური ფართობის ზღვარი. ეს ნიშნავს, რომ მეტი მცირემიწიანი ფერმერი ჩაერთვება. ეს ცვლილება ძალაში ამ კვირაში შევა. ამისთვის ინსტიტუცია მზად არის. ეს არის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო, ახალი სტრუქტურა, რომელიც სოფლის მეურნოების პროექტების მართვის სააგნეტოს ბაზაზე იქნება. აღნიშნული ინსტიტუტი თანდაფინანსების ინსტრუმენტებს შემქნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.