ლევან დავითაშვილი - შეზღუდვები სატვირთო ტრანსპორტს არ ეხება, სატვირთო გადაზიდვები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ნარჩუნდება
ლევან დავითაშვილი - შეზღუდვები სატვირთო ტრანსპორტს არ ეხება, სატვირთო გადაზიდვები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ნარჩუნდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, სატრანსპორტო შეზღუდვები მხოლოდ ე.წ. სამარშრუტო ტაქსებს ეხება და არა სატვირთო ტრანსპორტს.

მისივე თქმით, ზოგადად, სატვირთო გადაზიდვები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი არ იზღუდება.

„ძირითადად იცით, რომ გარკვეული შეზღუდვები ეხება კონკრეტულად ე.წ. სამარშრუტო ტაქსებს. სამარშრუტო ტაქსები არის სამგზავრო ტრანსპორტი და ეს არ ეხება სატვირთო ტრანსპორტს. როდესაც საუბარია მგზავრთა გადაადგილებებზე ან სატრანსპორტო შეზღუდვებზე, აქაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა გავიმეორო, არაერთხელ იყო განმარტება, რომ ეს ეხება მხოლოდ მგზავრთა ნაკადებს და სამგზავრო გადაზიდვებს, არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. სატვირთო გადაზიდვები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც ანუ საგანგებო მართვის ყველაზე მკაცრი დონეების პირობებშიც კი არის შენარჩუნებული, რათა სურსათით, თუ სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებით მომარაგება ჩვენს ქვეყანაში, თუ სხვა ქვეყნებში ზოგადად არ შეიზღუდოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.