ლევან დავითაშვილი - საქართველოს ინტერესები, რომ განავითაროს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ამით გაზარდოს რეგიონული როლი, პირდაპირ ეხმიანება ამერიკის გლობალურ ინტერესებს
ლევან დავითაშვილი - საქართველოს ინტერესები, რომ განავითაროს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ამით გაზარდოს რეგიონული როლი, პირდაპირ ეხმიანება ამერიკის გლობალურ ინტერესებს

საქართველოს ინტერესები, რომ განავითაროს საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ამით გაზარდოს საქართველოს როლი, როგორც რეგიონული ცენტრის – სავაჭრო, სატრანსპორტო, მომსახურების კუთხით, პირდაპირ ეხმიანება ამერიკის გლობალურ ინტერესებს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია, ახალი ფორმალური შეთანხმებაც გაკეთდეს, სადაც დაკონკრეტდება თანამშრომლობის მიმართულებები.

„პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკასთან თანხვედრას რაც შეეხება, საქართველოს ინტერესები, რომ განავითაროს საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ამით გაზარდოს საქართველოს როლი, როგორც რეგიონული ცენტრის – სავაჭრო, სატრანსპორტო, მომსახურების კუთხით, პირდაპირ ეხმიანება ამერიკის გლობალურ ინტერესებს. ვფიქრობ, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება. ჩვენ ამაზე გვქონდა ძალიან დეტალური განხილვები ვაჭრობის სამინისტროში, მეც მქონდა კომენტარი. ვფიქრობთ, შეიძლება, რაღაც ახალი ფორმალური შეთანხმებაც გაკეთდეს, სადაც უფრო მეტად დაკონკრეტდება თანამშრომლობის მიმართულებები და შემდგომში უკვე ინტენსიური მუშაობის შედეგად კონკრეტული სამოქმედო გეგმებიც დავსახოთ, კონკრეტული მიმართულებების განვითარების კუთხით. ასე რომ, აქ სრული თანხვედრაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.