ლევან დავითაშვილი - საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა და გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
ლევან დავითაშვილი - საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა და გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გაიზარდა საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქების ექსპორტი, ასევე შემცირებულია იმპორტი.

დავითაშვილის თქმით, ეს არა ერთი დღის, არამედ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„შესაბამისად, ჩვენ აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი 2020 წელს გვაქვს გაუმჯობესებული. პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ყოველ წელს გვექნება მზარდი ექსპორტი და გაუმჯობესებული ბალანსი. ეს არ არის ერთი დღის მუშაობის შედეგი, ეს არის შედეგი მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს. ყოველ წელს უკეთესი შედეგები გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი