ლევან დავითაშვილი - სამწუხაროდ, ყველა არ არის მიმართული, რომ ქვეყანაში არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა, იმედი მაქვს, პოლიციის ძალები შეძლებენ სიტუაციის კონტროლს
ლევან დავითაშვილი - სამწუხაროდ, ყველა არ არის მიმართული, რომ ქვეყანაში არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა, იმედი მაქვს, პოლიციის ძალები შეძლებენ სიტუაციის კონტროლს

პრემიერ-მინისტრის განცხადება ემყარებოდა სიტუაციის იმ შეფასებას, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით იყო ქვეყანაში გამომდინარე იმ რისკებიდან, რომელსაც რა თქმა უნდა აფასებენ პროფესიონალები, რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ძალადობა, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

„სამწუხაროდ, ყველა არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა. რეალურად, ჩვენ დავინახეთ, რომ მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომლის მასშტაბებიც შეიძლება, უფრო დიდი ყოფილიყო. მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოხატვა ნებისმიერი პირის მიმართ, განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანების მიმართ ძალადობა, როდესაც ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მედიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თუ დამნაშავე გამოიკვეთა, უნდა მოხდეს ამ პირების იდენთიფიცირება. იმედი მაქვს, დღე ისე ჩაივლის, რომ პოლიციის ძალები შეძლებენ სიტუაციის კონტროლს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება არამიზანშეწონილად მიაჩნია.