ლევან დავითაშვილი - სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს 16 ახალი საწარმო შეიქმნა
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს 16 ახალი საწარმო შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს 16 ახალი საწარმო შეიქმნა.

„მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პირველადი პროდუქციის მოსავლის ზრდის პარალელურად მზარდია შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებზე მოთხოვნა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის. მიმდინარე წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ექვსი გადამმუშავებელი და ათი შემნახველი საწარმო, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.

2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია. შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი – ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 23 მლნ ლარზე მეტს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.