ლევან დავითაშვილი - როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე მყისიერი და ადეკვატური პასუხია
ლევან დავითაშვილი - როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე მყისიერი და ადეკვატური პასუხია

მთავრობა სრულად უერთდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების” გუნდში იქნა მიღებული და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს, ეს მისი მყარი პოზიცია იყო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუნდის წევრები ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადარიცხავენ.

„როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი. ჩვენ რამდენიმე თვის შემოსავალის, ჩვენი ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადავრიცხავთ.

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს. ეს იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც გაიზიარებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე. სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი. ჩვენ ვიცით რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და განსაკუთრებული მხარდაჭერა, რითიც ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და ამას არაერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.