ლევან დავითაშვილი - პანკისის ხეობაში თუ არსებობს რამე კითხვები გარემოსდაცვით კუთხით, მზად ვართ, ვუპასუხოთ
ლევან დავითაშვილი - პანკისის ხეობაში თუ არსებობს რამე კითხვები გარემოსდაცვით კუთხით, მზად ვართ, ვუპასუხოთ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში თუ არსებობს რამე კითხვები გარემოსდაცვით კუთხით, სამინისტრო მზად არის უპასუხოს.

„გარემოს დაცვითი კუთხით ჩვენი პოზიციაა მკაფიო. ვაფიქსირებთ ყოველთვის მზადოფნას, როდესაც ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები ან ინტერესი გარემოს დაცვის თემასთან დაკავშირებით სამინისტრო მუდმივად მზადა არის, რომ ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება მაღალი თანამდებობის პირები სამინისტროდან თუ ექსპერტების დონეზე ჩაერთონ და დამატებითი განმარტებები გააკეთო მოსახლეობის თუ დაინტერესებული პირების ჯგუფისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პანკსის ხეობაშ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2017 წელს არის გაცემული და ამიტომ პროცედურა არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ დამატებით კამპანიას. „ამის მიუხედავად ვამბობ, რომ ეს ეხება მიმდინარე პროცესებს, ძველად გაცემულ ნებართვებს, თუ უკვე განხორციელებულ პროექტებს, თუ არსებობს კითხვები, ვართ მზად, გავაკეთოთ განმარტებები“, – აღნიშნა მინისტრმა.