ლევან დავითაშვილი - მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსებაზე მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო
ლევან დავითაშვილი - მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსებაზე მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო

მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო, რომელიც სოფლის მეურნეობის ტექნიკას დააფინანსებს. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ, ეს უკავშირდება სოფლის მეურნეობის მექანიზაციას და მექანიზაციის ხელმისაწვდომობას. მოგეხსენებათ, ახალი მექანიზაცია საკმაოდ მნიშვნელოვანილი, ძვირადღირებული ინვესტიციებია და ყველა ფერმერისთვის ეს არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ გარკვეული პროექტები კოოპერატივების ფარგლებში ამ კუთხით გვქონდა და გარკეული თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ეს არის უნივერსალური, საყოველთაო პროექტი, რომელიც ფაქტობრივად დაფარავს მთელ საქართველოს, დაფარავს ყველა ფერმერს, როგორ იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს და მათ საშულება ექნებათ, ისარგებლონ აგროკრედიტით და აგროლიზინგით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის მიმართულება არის კერძო სექტორის მიმართულების გაზრდა და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა, რომ მათ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.

„იცით, რომ მექანიზაციის ელემენტები ამ პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული არ იყო. სახელმწიფო თვითონ იყო ამავე დროს მექანიზაციის პროვაიდერი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ჩვენი პოლიტიკის მიმართულება არის კერძო სექტორის მიმართულების გაზრდა და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა, რომ მათ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის 7 ათასი ლარიდან მილიონ ნახევარ ლარამდე კრედიტის ან ლიზინგის პროგრამის შემთხვევაში თანადაფინანსება.
„ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენი ფერმერები დიდი ხანია ელოდებოდნენ. პროექტის ინიცირებამდე გვქონდა კონსულტაციები ფერმებთან და სხვადასხვა ორგანიაციასთან და გათვალისიწინებული იქნა მათი მოსაზრებები.

დაახლოებით 50 მილიონამდეა ზოგადად აგროკრედიტის და აგროლიზინგის ბიუჯეტი, ეს გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებასაც, იმის მიხედვით, რამდენი იქნება ათვისება ამ თანხის, ნაწილი მოხმარდება. უკვე თებერვლიდან ძალაში შედის მთავრობის ეს განკარგულება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.