ლევან დავითაშვილი - კანაფი მცენარეა და მისი წარმოება აგრონომიულ ცოდნას მოითხოვს
ლევან დავითაშვილი - კანაფი მცენარეა და მისი წარმოება აგრონომიულ ცოდნას მოითხოვს

კანაფი მცენარეა და მისი წარმოება მოითხოვს აგრონომიულ ცოდნას, შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებში, სადაც ლეგალურად არის დაშვებული მარიხუანას კულტურის წარმოება, ეს ხორციელდება სპეციალური პირობების შესაბამისად და არსებობს მკაცრი კონტროლი.

„ჩვენი კანონმდებლობაც ამას გულისხმობს, რომ ეს არ იქნება თავისუფალი კულტივირების პროცესი. გადამუშავებისა და რეალიზების მომენტები იქნება კანონმდებლობით დარეგულირებული. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს დაშვებულია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი