გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, დაზღვევის პაკეტი გაუუმჯობესდებათ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, დაზღვევის პაკეტი გაუუმჯობესდებათ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, დაზღვევის პაკეტი გაუუმჯობესდებათ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივა დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„გარემოს შესახებ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, სოციალური მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ. ძირითადად, ეს არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების საქმიანობა, რომელიც უკავშირდება კანონის აღსრულებას, ბრაკონიერებთან ბრძოლას, შეიარაღებულ პირებთან დაპირისპირებას. მათთვის იქნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ამაზე დავხარჯავთ ნახევარ მილიონ ლარს წლის განმავლობაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე, მისი თქმით, თანამშრომლებს გარკვეულ რეგიონებში, სპეციალური მივლინებების პერიოდში ქირის თანხა აუნაზღაურდებათ.

„გარდაცვალების ან ისეთი ფიზიკური მდგომარეობის მიღების შემთხვევაში, როდესაც არ შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება, ისევე, როგორც სხვა ძალოვან სტრუქტურებში, ერთჯერადი ანაზღაურების გაცემის საშუალება იქნება“, – განუცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.