ლევან დავითაშვილი - გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები
ლევან დავითაშვილი - გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები

განხორციელდება სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას, – ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები.

„განხორციელდება სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვასაღნიშნული საშუალებას მოგვცემს ტყის რესურსებით სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხდეს ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად და შემცირდეს ტყეზე ზეწოლა ეფექტიანი ზედამხედველობის/კონტროლის სისტემის დანერგვით, ასევე განვითარდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.