ლევან დავითაშვილი - ერთეული ფაქტების გარდა, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია ექსპორტიორებისთვის ბალტიისპირეთში შეზღუდვებზე, „ბორჯომის“ ძირითადი აქციონერი არის სანქცირებული კომპანია, ამიტომ აქ კითხვები არ არის
ლევან დავითაშვილი - ერთეული ფაქტების გარდა, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია ექსპორტიორებისთვის ბალტიისპირეთში შეზღუდვებზე, „ბორჯომის“ ძირითადი აქციონერი არის სანქცირებული კომპანია, ამიტომ აქ კითხვები არ არის

არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია ექსპორტიორებისთვის ბალტიისპირეთში შეზღუდვებთან დაკავშირებით, გარდა ერთეული ფაქტებისა, რომელიც ეხებოდა კომპანია „ბორჯომს“. „ბორჯომის“ ძირითადი მსხვილი აქციონერი არის სანქცირებული კომპანია, ამიტომ ეს ცალსახაა და არ არის შეკითხვები, აქ გარკვეულია სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, სხვა დანარჩენ შემთხვევაზე არ აქვს ინფორმაცია.

„საქართველო არის პასუხისმგებლიანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის, სანიმუშოც მათ შორის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულების ნაწილში. საქართველო არ არის ყველაზე უფრო მკაცრი სანქციონერი, მაგრამ ამავდროულად, საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებშია ამ შემთხვევაში იმავე რუსეთთან, თუ სხვა მეზობელ ქვეყნებთან. მათ შორის დასავლური ოჯახის წევრი ქვეყნების მსგავსად, ამ შემთხვევაში საქართველო მონაწილეა ამ პროცესების და შესაბამისად, გამოვრიცხავ, რაიმე ტიპის ოდნავი რისკიც კი შეიძლება ჰქონდეთ ქართულ კომპანიებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონკრეტულად გვესმის, რომ არის პრობლემები, თუმცა ამასაც თავისი წარსული აქვს. თუ ნახავთ, მიხვდებით, როდის და როგორ იყიდებოდა, დავუშვათ, ქართული აქციები, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების, რუსულ კომპანიებზე. შესაძლოა, თავშივე ყოფილიყო გარკვეული უხერხულობები ასეთ გარიგებებთან დაკავშირებით. ამიტომ ეს სამწუხაროა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.