ლევან დავითაშვილი – დათქმულ ვადებში გვექნება ახალი, თანამედროვე, საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი

14:24, 03.06.2025

მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგება საქართველოს ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსხვავებით ძალიან უპასუხისმგებლო პრივატიზებებისა, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ კერძო პარტნიორს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასე რომ, დათქმულ ვადებში გვექნება ახალი, თანამედროვე, საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი