ლევან დავითაშვილი დასვლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
ლევან დავითაშვილი დასვლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.

ლევან დავითაშვილი მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

უწყების ხელმძღვანელმა მოისმინა ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერა. მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტორინგს ახორციელებენ. შესწავლითი სამუშაოები, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო წელსაც მასშტაბური ღონისძიებების განახორციელებს, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან და მოსახლეობასთან.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითადი მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი – გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; მიმდინარე წელს ფაროსანასთან ბრძოლისათვის სახელმწიფომ 45 მილიონი ლარი გამოყო.