ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია, რის გარშემოც თითოეული მოქალაქე უნდა გაერთიანდეს
ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია, რის გარშემოც თითოეული მოქალაქე უნდა გაერთიანდეს

დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია, რის გარშემოც თითოეული მოქალაქე უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ალბათ შემთხვევითიც არ არის, რომ დამოუკიდებლობის დღეა ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია, რის გარშემოც ალბათ თითოეული უნდა გაერთიანდეს. სხვანაირად ვერ შევქმნით ჩვენს სახელმწიფოს.

ჩვენ გვაქვს გამოწვევებიც, რომლებიც უკავშირდება ისევ ერის კონსოლიდაციას იმისთვის, რომ ჩვენს მნიშვნელოვან მიზნებს, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება, ერთად შევასრულოთ.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენი სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს, რომ საინტერესოდ წარმოადგინოს ეს დღე თითოეული მოქალაქისთვის და მართლაც საყოველთაო იყოს ზეიმი ეროვნული დღესასწაულის“,- განაცხადა დავითაშვილმა.