ლევან დავითაშვილი - ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ესაა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც ინიციატივების მთელი პაკეტი ჰქონდა
ლევან დავითაშვილი - ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ესაა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც ინიციატივების მთელი პაკეტი ჰქონდა

ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ესაა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც მთელი პაკეტი ჰქონდა ინიციატივების, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ან ოდესმე რამეა გაკეთებული, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰქონდა ინიციატივების მთელი პაკეტი, რომელიც მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის ახალი რეფორმების ნაწილი იყო. მათ შორის, ფინანსთა მინისტრობის დროსაც აქცენტს აკეთებდა ჭარბვალიანობის პრობლემაზე და მისი პოლიტიკა ამ პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.

ასე რომ, ვფიქრობ, ხელისუფლებას დღეს აქვს მიდგომა, რომელიც ამ პრობლემების რეალურ მოგვარებას უკავშირდება, მათ შორის ეს უკავშირდება მთელ რიგ რეგულაციებს, რომ მოსახლეობა აღარ მოექცეს ამ პრობლემებში და იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, ეს არის სწორი და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და არა პოპულიზმი, როდესაც ვამბობთ, რომ ვიცით რა პრობლემა არსებობს და გამოვდივართ საარჩევნო პირობებში, გამოვდივართ საფუძველსმოკლებული დაპირებებით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პრობლემები დიდწილად დაკავშირებულია წლების განმავლობაში არსებულ არასწორ პოლიტიკასთან.