ლევან დავითაშვილი „არემჯი კოოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ მიერ ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო
ლევან დავითაშვილი „არემჯი კოოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ მიერ ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „არემჯი კოოპერისა“ (RMG Cooper) და „არემჯი გოლდის“ (RMG Gold) მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს პარლამენტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად გაეცნო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას სამინისტროს მიერ გარემოს დაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები აქვს დაკისრებული, რომელთა შორის უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება.

უწყების ცნობით, კომპანიამ სპილენძის კუდსაცავზე, საიდანაც მდინარე კაზრეთულას დაბინძურება ხდებოდა, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულების ფარგლებში, წყლის შემკრებ რეზერვუარი დასატუმბი სისტემა ააშენა, რითაც მდინარე კაზრეთულას დაბინძურების წყარო აღიკვეთა. ასევე, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნარჩენების შვიდი უბანი მოაწყო და საწარმო უბნებში წარმოქმნილი მტვრის გარემოში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მტვერდამჭერი მოწყობილობები დაამონტაჟა.

დატოვე კომენტარი